|
2024-09-25 11:20:40, 328 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ სიანში ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა
2024 წლის 20 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ სიანში, "საქართველოს რკინიგზის" დელეგაციამ გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის რკინიგზის მენეჯმენტთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრისას დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტრენდის შენარჩუნების მიზნით საჭირო გადაზიდვების პროცესის და რკინიგზებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის განახლებისა და გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. "აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, "საქართელოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა სამუშაო შეხვედრები გამართა შენსის პროვინციის გუბერნატორთან, სიანის მერთან და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მშრალი პორტის ხელმძღვანელობასთან. სწორედ სიანის სახმელეთო პორტი უზრუნველყოფს ძირითად ტვირთნაკადებს ევროპის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ და ერთობლივ სამუშაო პროცესზე, რომლის საშუალებით შეიქმნება უფრო ხელსაყრელი გარემო ჩინეთის სატრანზიტო და საგარეო სავაჭრო ტვირთების მოსაზიდად შუა დერეფნის გავლით ევროპისა და თურქეთის მიმართულებით",- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)