10:38 - 18 Aug, 2026
|
2024-09-24 09:23:48, 418 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი ნიუ-იორკში მასუდ პეზეშკიანს შეხვდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს შეხვდა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. როგორც მიშელი წერს, შეხვედრისას საუბარი "შუამავლების მიერ რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობას, ევროკავშირის მიერ დაკავებულ მოქალაქეებს, ბირთვულ პროგრამასა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას" შეეხო. როგორც “ვოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით X-ზე წერს, მიშელმა პეზეშკიანს განუცხადა, რომ ევროკავშირსა და ირანს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. რაც შეეხება პეზეშკიანს, შეხვედრისას ის ირანის მხრიდან რუსეთისთვის რაკეტების გადაცემასა და ბირთვული იარაღის შექმნას უარყოფდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)