11:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 23:47:45, 457 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალისტურია

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალისტურია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ ცდილობს, უზრუნველყოს ჩრდილოეთ ისრაელის და სამხრეთ ლიბანის მოსახლეობის თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება.

"ჩვენ განვაგრძობთ მცდელობას და თავიდანვე ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ როგორც ჩრდილოეთ ისრაელის, ასევე სამხრეთ ლიბანის მოსახლეობამ შეძლოს თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება. სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ჩვენი მთელი გუნდი და დაზვერვის თანამშრომლები ცდილობენ ამის მიღწევას. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, სანამ არ მივაღწევთ მიზანს, მაგრამ გასავლელი გზა ჯერ კიდევ გვაქვს", - განაცხადა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics