|
2024-09-19 17:35:20, 422 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა Seamless Europe 2024 -ზე პრეზენტაციები წარადგინეს
"საქართველოს ბანკი" როგორც წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს განავითაროს ციფრული პროდუქტები და გაიზიაროს საერთაშრისო გამოცდილება. სწორედ ამიტომ, " საქართველოს ბანკის" წარმომადგენლები, გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის ღონისძიება - Seamless Europe 2024 - ში მონაწილეობდნენ. Seamless Europe 2024 მიუნხენში გაიმართა. ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 4,000 -ზე მეტი მოწვეული სტუმარი, 300 სპიკერი და 200 გამოფენის მონაწილე გააერთიანა. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა : Deutsche Bank, European Central Bank, Nestle, Kiko Milano, Douglas, Ikea, Shein, Alibaba.com, J.P Morgan, Signify, Volkswagen Group, Mercedes Pay, Ernst & Young, და სხვა. მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ "საქართველოს ბანკის" წარმომადგენელები, რომლებმაც სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.
"მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო Seamless 2024 - ზე და საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის ციფრული პროდუქტები, ინოვაციები და ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს ბანკში წარმატებით შევიმუშავეთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ვისაუბრეთ და საქართველოს ბანკის მაგალითზე განხვიხილეთ ისეთი საკითხები როგორებიცაა: გადახდების მონაცემების მონეტიზაციების სტრატეგიები, როგორ შევქმნათ პერსონალიზებული სამომხმარებლო გამოცდილება და როგორ შევთავაზოთ მომხმარებლებს მეტი კომფორტი. ასევე ვისაუბრეთ გადახდებისა და ტრადიციული ბაზრის შესაძლებლობებსა და მის სამომავლო ტრანსფორმაციაზე. ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მომხმარებლებს უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება შევუქმნათ. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ჩვენს ინოვაციურ პროდუქტებს ვაცნობთ ფართო აუდიტორიას, მეორე მხრივ კი, ეს ღონისძიება საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს", - განაცხადეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)