|
2024-09-19 10:52:44, 404 ნახვა
საზოგადოება
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკოში გაიმართა. "შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკოს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. ცესკოს დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეუძლიათ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. რის შემდეგაც ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სიის წარდგენის გადაწყვეტილება ექვსმა პარტიამ მიიღო. შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები 26 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)