|
2024-09-16 15:55:36, 330 ნახვა
საზოგადოება
მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის მეორე ეტაპი იწყება
სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მახათას მთაზე საბინაო პროექტის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყება და რამდენიმე წელში დასრულდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. საბინაო პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მომავალი სამხედროებისთვის მოტივაციის ამაღლებას. “პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, მახათას მთაზე 43 (ორმოცდასამი) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ბინების მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო ბენეფიციარების თანადაფინანსების წილი ერთ კვადრატულ მეტრზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასს - 100 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) შეადგენს, რომლის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები საცხოვრებელ ფართებს დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, სამხედროები 50, 80 და 110 კვ. მეტრი ფართის ბინებს მიიღებენ. საბინაო პოლიტიკის შეუქცევადობა კანონმდებლობით არის გამყარებული, რაც ნიშნავს, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრის განცხადებით, პროექტის განგრძობითობა გაზრდის მოტივაციას და შექმნის ახალგაზრდა სამხედროების სამსახურში ჩართვის შესაძლებლობას. მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. სამხედროებისთვის მახათას მთაზე უკვე აშენდა 39 კორპუსი, სადაც ბინა 1 000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)