|
2024-09-16 12:58:54, 332 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა დაამტკიცა
თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის მიზანი ქ თბილისის მუნიციპალიტეტში პრობლემური მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება და სხვა მავნე ნივთიერებების დონეების ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში წარმოდგენილია 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია განსახორციელებელი აქტივობები, განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ინდიკატორები, ვადები და ბიუჯეტი. "სამოქმედო გეგმა 4 ძირითად ამოცანას მოიცავს - თბილისის აგლომერაციაში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირებას, ასევე, აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევის შემცირებას, ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შეფასების გაუმჯობესებას და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა, რომელშიც ქართველი და ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ; პროექტთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები და საჯარო განხილვა მოეწყო. თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის და "პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მომზადდა. გეგმა ასევე მოიცავს საქართველოს სხვა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტებითა და საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ საკითხებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)