|
2024-09-14 16:25:58, 755 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების - რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, კიევში ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, "კალიბრის" ტიპის რაკეტების გამოყენებით უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების საფრთხეზე მიანიშნებდეს. "14 სექტემბრის დილის მდგომარეობით, შავ ზღვაში 16 რუსული ხომალდი იმყოფება, რომელთაგან 7 "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, ხმელთაშუა ზღვაში კი 5 რუსული ხომალდიდან 4 "კალიბრის" რაკეტების მატარებელია", - განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში. როგორც უკრაინული მედიამ აღნიშნა, ბოლო თვეებში რუსეთს შავ ზღვაში 4-5 სამხედრო გემი შეჰყავდა. შავი ზღვის აკვატორიაში 10-ზე მეტი ხომალდი რუსეთმა 2024 წლის თებერვლის დასაწყისში შეიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)