|
2024-09-13 09:44:10, 465 ნახვა
საზოგადოება
საქართველო „ოსკარზე“ რუსუდან გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს“ წარადგენს
საქართველო 2025 წელს "ოსკარის" 97-ე ცერემონიაზე საკონკურსო ფილმის სტატუსით რუსუდან გლურჯიძის ფილმ "ანტიკვარიატს" წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (GNFC) სოციალურ ქსელში ავრცელებს. GNFC-ს ცნობით, კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო 5 ფილმი: "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" (რეჟისორი და პროდიუსერი - ბექა სიხარულიძე); "კაცი რომელიც ჯიხურთან იდგა“ (რეჟისორი დავით ქაფიაშვილი; პროდიუსერი ხათუნა ვაშაძე); "ეშმაკის სამოთხე" (რეჟისორი ხათუნა ვაშაძე; პროდიუსერი გიორგი აზნაური); "ანტიკვარიატი" (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი) და "აპრილი" (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, პროდიუსერი არჩილ გელოვანი). მათივე ინფორმაციით, გამარჯვებული ფილმი 12 სექტემბერს, კინოცენტრის ორგანიზებით დადგენილი სპეციალური კომისიის წევრების მიერ, ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეირჩა - ჟიურის 4-მა წევრმა ხმა დეა კულუმბეგაშვილის ფილმ "აპრილს" მისცა, ხოლო 5 ხმით კონკურსში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი გახდა - სხვა საკონკურსო ნამუშევრებს, ხმები არ მიუღიათ. "საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის 2025 წლის "ოსკარზე" სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენი საპროდიუსერო კომპანიების განაცხადების მიღება 2024 წლის 16 აგვისტოს დაიწყო და ამა წლის 6 სექტემბრამდე გაგრძელდა. სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან "ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დაკომპლექტდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზაზა შათირიშვილი (კულტურისა და კინოს მკვლევარი), ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი), ედმონდ მინაშვილი (პროდიუსერი), ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი), ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი), ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი), გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი), ბაჩანა ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი) და გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი)",- ნათქვამია GNFC-ს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, მანამდე, რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა "აპრილი" ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)