|
2024-09-13 09:49:20, 577 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში მის არსს ცვლის
დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს და რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილებები შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა. პუტინის თქმით, ნატოს ქვეყნები ახლა კიევის მიერ დასავლური შორი მოქმედების იარაღის შესაძლო გამოყენებას არა მხოლოდ განიხილავენ, არამედ წყვეტენ, უშუალოდ ჩაერთონ თუ არა კონფლიქტში. "არსებითად ამ სარაკეტო სისტემებში საფრენი დავალებების შეტანა მხოლოდ ნატოს ქვეყნების სამხედრო პერსონალს შეუძლია. პირდაპირი მონაწილეობა არსებითად ცვლის თავად კონფლიქტის არსს. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნატოს ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები ომობენ რუსეთთან და თუ ეს ასეა, მაშინ ამ კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)