14:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 14:38:53, 492 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში მურმანსკისა და აპატიტის აეროპორტების მუშაობა შეზღუდულია

რუსეთში მურმანსკისა და აპატიტის აეროპორტების მუშაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება "ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ იქნა მიღებული.

"გასულ ღამეს მურმანსკის და აპატიტის აეროპორტები რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდნენ. რეგიონის თავზე 3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს", - განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

უკრაინულ მხარეს მურმანსკის ოლქზე თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics