|
2024-09-11 13:02:55, 401 ნახვა
საზოგადოება
„სელფი“ Ad Black Sea-ს პარტნიორია
"სელფი" მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, რეგიონში უმსხვილესი კრეატიული ფესტივალის, Ad Black Sea-ს უკვე ტრადიციული პარტნიორია. ფესტივალი ბათუმში სამი დღის განმავლობაში, 12-15 სექტემბერს იმართება. Ad Black Sea 2024-ს ესწრება 1,300-ზე მეტი მონაწილე და ისევე როგორც ყოველ წელს, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, დაესწრონ ვორქშოპებს და გასართობ ღონისძიებებს. ისევე როგორც გასულ წლებში, ფესტივალის მთავარი მოვლენა რეკლამის კონკურსი და მისი გამარჯვებულების გამოვლენაა. წელს ფესტივალზე ქართველი და უცხოელი კონკურსანტები 13 ნომინაციაში წარსდგებიან. "სელფის" მხარდაჭერით, ფესტივალის სტუმრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სპეციალურად მოწყობილ სტენდთან, გაეცნონ გადარჩეულ, ე.წ. „შორთ ლისტში“ მოხვედრილ ყველა საკონკურსო ნამუშევარს. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ გამომსვლელებს შორის მრავლად არიან კრეატიული ინდუსტრიის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთა მიერ შექმნილი სარეკლამო კამპანიები მიიჩნევა სფეროს საუკეთესო მაგალითებად. ფესტივალზე გამომსვლელებს შორის არიან შესანიშნავი ქართვლეი არტისტებიც: ეთერი ჭკადუა, ნიკა მაჩაიძე, მიშიკო სულაკაური. ფესტივალის შესახებ იხილეთ Ad Black Sea 2024.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)