06:22 - 28 Jun, 2026
|
2024-09-11 11:30:52, 616 ნახვა
ომი უკრაინაში
ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდნენ
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ლიდერებმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერეს. ნაუსედას განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. "უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა გადამწყვეტია მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად",- წერს ნაუსედა. სილინას თქმით, ლატვია უკრაინელ ხალხთან იქნება გამარჯვებამდე და ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. შეგახსენებთ, დღეს, 11 სექტემბერს კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემიც ჩადიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)