|
2024-09-10 14:33:41, 395 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გამოვხატავთ მზაობას, დავეხმაროთ ყაზბეგის N32-ის მოსახლეობას კორპუსის გამაგრებაში ან ჩანაცვლებაში
ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ყაზბეგის N32-ის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია მზადაა, მოსახლეობას ავარიული კორპუსის გამაგრებაში ან სრულად ჩანაცვლებაში დაეხმაროს. „სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. მე ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ხელი შევუწყოთ კორპუსის გამაგრებაში. თუ ეს წინადადება მათთვის მიუღებელია, შეგვიძლია მეორე პროექტი განვახორციელოთ - ეს არის კორპუსის ჩანაცვლება, ძველის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, აღნიშნულ მშენებლობასთან კავშირი არ აქვს „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმას. „არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ მშენებლობასთან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძმას. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ყველაფერია კანონიერი. ვინმეს რამე არ მოეწონება და გამოძალვის მიზნით დააშანტაჟებს სამშენებლო კომპანიას, ეს მიდგომები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არსებობს ქალაქგეგმარება, არსებობს გენერალური გეგმა, ქალაქში არსებობს ზონები, არსებობს პარამეტრები, რითაც უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება და მშენებლობა. ვინმეს რამეს თუ არ მოსწონს, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)