|
2024-09-10 12:47:04, 352 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. "მან იაშარ გიულერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში თურქეთის წვლილი. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)