|
2024-09-10 11:29:27, 710 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - ოკუპანტების მიერ გაშვებული 46 „შაჰიდიდან" 38 ჩამოვაგდეთ
გასულ ღამეს, უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 46 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 38 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. მათი ცნობით, რუსეთმა უკრაინას "ისკანდერ-მ"-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და Kh-31P-ის ტიპის სარადარო რაკეტით შეუტია. 3 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, 3-მა დრონმა კი უკრაინის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დატოვა. "თავდაცვის სისტემა მუშაობდა ვინიცის, კიევის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ჩერკასის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავის რეგიონებში", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)