08:09 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 09:02:59, 391 ნახვა

მსოფლიო
სირიაში თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

სირიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ამის შესახებ  ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმა "ჰამის" პროვინციაში მდებარე ქალაქ მასიაფში მოხდა.

"მასიაფში მდებარე მთავარი სამხედრო კვლევითი ცენტრი, სადაც ქიმიური იარაღის წარმოება ხდებოდა, რამდენჯერმე დაიბომბა. სავარაუდოდ, იქ ირანელი სამხედრო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებიც იარაღის წარმოებაში იყვნენ ჩართული",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.

ისრაელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics