14:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-05 17:53:24, 457 ნახვა

მსოფლიო
მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 73 წლის მიშელ ბარნიე დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბარნიე 2016-2021 წლებში “ბრექსითის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო.

“მანამდე ბარნიე საფრანგეთის მთავრობაში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა, მათ შორის  გარემოს დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო საქმეთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ახლა მიშელ ბარნიემ მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს, რის შემდეგაც პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს.

ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე “ახალი სახალხო ფრონტის“ ალიანსის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics