14:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-05 14:47:48, 457 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს - ჩვენც მას დავუჭერთ მხარს

ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს, ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ მას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიმართ იმდენი შეზღუდვა და სანქცია დააწესა, რაც მანამდე არცერთ პრეზიდენტს არ დაუწესებია.

"რაც შეეხება ფავორიტებს, ეს ჩვენი განსასაზღვრი არ არის. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ ჩვენი ფავორიტი იყო მოქმედი პრეზიდენტი ბატონი ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა თავის მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ქალბატონ ჰარისს. ჩვენც ასე გავაკეთებთ - მხარს დავუჭერთ მას. გადამდებად იცინის და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად აქვს.

ტრამპმა რუსეთის მიმართ იმდენი შეზღუდვა და სანქცია დააწესა, რაც მანამდე არცერთ პრეზიდენტს არ დაუწესებია. ხოლო ქალბატონ ჰარისს ყველაფერი თუ კარგად აქვს, იქნებ თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისგან. საბოლოოდ არჩევანი ამერიკელი ხალხის გასაკეთებელია და ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით ამ არჩევანს", - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics