11:08 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 16:56:03, 435 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტარები ბორელს მოუწოდებენ, ევროკავშირმა მონღოლეთს დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების სახით სიგნალი გაუგზავნოს

ევროპარლამენტარები, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ურმას პაეტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს მოუწოდებენ, უპასუხოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყნის, მონღოლეთის ქცევას, რომელიც ამჟამად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასპინძლობს.

ურმას პაეტის განცხადებით, მონღოლეთს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახდეს საერთაშორისო სამართლის გარანტი.

“უნდა შევასრულოთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნა - დააკავონ კრიმინალი პუტინი და მიიყვანონ ჰააგაში. თუ მონღოლეთი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს ამ ქვეყანას მკაფიო სიგნალი დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების სახით“,- განაცხადა პაეტმა.

რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონღოლეთში იმყოფება. ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. მონღოლეთში პუტინის ბოლო ვიზიტი 2019 წელს შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics