|
2024-09-03 09:32:20, 531 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ, მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია
გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ... მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლაიენის თქმით, ევროკავშირი "დემოკრატიების საზოგადოებაა" და შესაბამისად, საჭირო რეფორმების გატარება მოუწევთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანებას ცდილობენ. "მინდა, რომ გაფართოების შესახებ ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს, რომ მას სრული ყურადღება მიექცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია. ჩვენ ვისწრაფვით ძლიერი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ევროპისკენ, რომელიც დასავლეთ ბალკანეთს მოიცავს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას და ყველას, რომელთა ევროპული მისწრაფებებიც მათ ქმედებებს შეესაბამება", - განაცხადა ლაიენმა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)