12:39 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 09:30:29, 444 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - შეძრწუნებული ვარ ჰამასის 6 ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს

შეძრწუნებული ვარ ჰამასის 6 ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს - ამის შესახებ  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ეს ახალგაზრდა უდანაშაულო კაცები და ქალები დიდი ხანია უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან.

"შეძრწუნებული ვარ ჰამასის 6 ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს. ეს ახალგაზრდა უდანაშაულო კაცები და ქალები დიდი ხანია უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან. ჩვენ ყველა მძევლის გვერდით ვდგავართ. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად", - განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics