17:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-28 10:45:17, 509 ნახვა

მსოფლიო
მექსიკის პრეზიდენტი - მექსიკის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ელჩებთან ურთიერთობა შეაჩერა

მექსიკის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ელჩებთან ურთიერთობა შეაჩერა. ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა.

მისი თქმით, მექსიკის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხია შეერთებული შტატების და კანადის ელჩების განცხადებებზე მექსიკაში დაგეგმილ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვაქვს პაუზა“,- განაცხადა ლოპეს ობრადორმა პრესკონფერენციაზე და განმარტა, რომ ურთიერთობების შეჩერება ეხება საელჩოებს, საიდანაც კრიტიკა მოდიოდა და არა - ქვეყნებს.

სასამართლო რეფორმის გეგმა, რომელიც მექსიკის პრეზიდენტმა წარადგინა, ქვეყანაში პროტესტისა და გაფიცვების მიზეზი გახდა, ასევე გამოიწვია კრიტიკა ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისგან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics