|
2024-08-27 13:54:04, 511 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ცეზარ ტომჩიკი - პოლონეთი ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია
პოლონეთი ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია,- ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარ ტომჩიკმა ქალაქ ოლშტინში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, “ის, რასაც დღეს პოლონეთში ვაწყდებით, ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომია“. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ბელარუსთან საზღვარზე არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე და რამდენიმე მეტეოზონდზე, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, გასულ კვირას პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ტომჩიკმა რიტორიკული კითხვა დასვა: მართლაც აინტერესებს თუ არა რუსეთს, ამინდი პოლონეთში. მან აღნიშნა, რომ ყოველი ასეთი მოწყობილობა, რომელიც რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, შეიძლება გამოიყენონ პოლონეთში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის. “შეიძლება გამოიყენონ საზოგადოებაში დისკუსიებისა და უთანხმოების გამოსაწვევად, რომ მოქალაქეებმა საკუთარი სახელმწიფოს აღარ დაიჯერონ. რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამაზეა მიმართული“,- განაცხადა ტომჩიკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)