18:39 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 09:10:19, 447 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა.  ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკაზე ისაუბრა, რაც მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. მან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყანაში იმიგრაციული კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა და მისი კანდიდატურის მოხსნას გადატრიალება უწოდა.

“ვფიქრობ, ბაიდენი ალბათ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო დიდწილად იმის გამო, რაც აქ, საზღვარზე მოხდა. მან შემოუშვა 20 მილიონზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, მრავალი მათგანი ციხეებიდან და საპატიმროებიდან, ბევრი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, და ბევრი ტერორისტი… ჩვენ უნდა გავწმინდოთ ჩვენი საზღვრები და გავწმინდოთ ჩვენი არჩევნები“,- აღნიშნა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics