20:24 - 18 Aug, 2026
|
2024-08-20 16:38:29, 450 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში მდებარე სკოლაზე ისრაელის ავიადარტყმას 10 პალესტინელი ემსხვერპლა
ისრაელის ავიადარტყმას ღაზას სექტორის დასავლეთ ნაწილში მდებარე სკოლაზე 10 პალესტინელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას სექტორის სამოქალაქო თავდაცვა ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ სკოლაში "ჰამასის" მებრძოლების ბაზა იყო მოწყობილი და იერიში სწორედ მათ ბაზაზე განხორციელდა. "ჰამასი" მუსტაფა ჰაფეზის სკოლაში მოწყობილ სამეთაურო პუნქტს ისრაელსა და ღაზაში მისი სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ თავდასხმების დასაგეგმად და განხორციელებისთვის იყენებდა", - აცხადებენ ისრაელის ხელისუფლებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)