20:24 - 18 Aug, 2026
|
2024-08-20 14:51:47, 460 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ დეპუტატები იაროსლავ ჟელეზნიაკი და რომან ლოზინსკი Telegram-ზე წერენ. ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შედის ძალაში. ამასთან, ერთ-ერთი პუნქტით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების გასაწყვეტად ცხრათვიანი ვადა მიეცემათ. "რადამ საბოლოოდ მიიღო დამუშავებული კანონპროექტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ“, - წერს ჟელეზნიაკი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)