|
2024-08-19 17:58:20, 596 ნახვა
მსოფლიო
ალიევი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება რუსეთ-აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზეა დამოკიდებული
რუსეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი და რუსეთი მოქმედებენ, როგორც მოკავშირეები, მეგობრები და ახლო პარტნიორები. "ვიწრო ფორმატის შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. გასული წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი სიტუაცია შეიქმნა. აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, ახალი სიტუაცია ხსნის ახალ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება", - განაცხადა ალიევმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)