|
2024-08-19 12:27:11, 501 ნახვა
სამართალი
შსს-მ კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით თანხის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ზ.ი. და ამავე წელს დაბადებული რ.ბ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარების, ასევე, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით მოქალაქეებს დაუკავშირდნენ და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხები მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ი. და რ.ბ. ბრალდებულების სახით დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე , 25 - 181-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)