|
2024-08-18 19:05:13, 705 ნახვა
მსოფლიო
რუსული მედია - პუტინი და ალიევი შეხვედრისას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს განიხილავენ
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს. როგორც მედია რუსეთის ლიდერის ბაქოში ვიზიტთან დაკავშირებულ მასალებზე დაყრდნობით იუწყება, მოსკოვი ადასტურებს მზადყოფნას, რომ ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობა განაგრძოს. "პრეზიდენტები გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, აზერბაიჯანული და სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე... მთავარ ამოცანად რჩება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ხელშეწყობა, რეგიონში სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა 2020-2022 წლების უმაღლეს დონეზე სამმხრივ შეთანხმებებზე დაყრდნობით",- ნათქვამია მასალებში. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი 18-19 აგვისტოსაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)