|
2024-08-18 17:17:46, 734 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური - ვითარება ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე უცვლელია
ვითარება ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე უცვლელია,- ასე ეხმაურება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური სამხედროების განთავსებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას. როგორც საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ანდრეი დემჩენკომ "უკრაინსკაია პრავდას" უთხრა, საზღვართან ბელარუსის დანაყოფების პირადი შემადგენლობის ან ტექნიკის რაოდენობის ზრდა არ შეინიშნება. "ბელარუსის რესპუბლიკასთან საზღვარზე არსებული სიტუაცია უცვლელია. როგორც ვხედავთ, ლუკაშენკოს რიტორიკა ასევე არ იცვლება, მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას ტერორისტი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ ამჟამად ვერ ვხედავთ ჩვენს საზღვართან ბელარუსის დანაყოფების პირადი შემადგენლობის ან ტექნიკის რაოდენობის ზრდას",- აცხადებს დემჩენკო. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინამ ბელარუსის საზღვართან 120 ათასი სამხედრო განათავსა, რასაც მისივე თქმით, მინსკმა საღვრის გასწვრივ ბელარუსის არმიის თითქმის მესამედის განთავსებით უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)