20:24 - 18 Aug, 2026
|
2024-08-18 11:49:16, 549 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ისრაელი აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰამასის“ 2 მებრძოლი მოკლეს
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, დასავლეთ სანაპიროზე, ჯენინში, მანქანაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, "ჰამასის" მაღალი რანგის 2 მებრძოლი მოკლეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტო ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოსა და თავდაცვის ძალების ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაღუპულები არიან აჰმედ აბუ არა და რაფეტ დაუასი, რომლებიც დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში ცხოოვრობდნენ. ისრაელის განცხადებით, ორივე მათგანი მონაწილეობდა გასულ კვირას მომხდარ თავდასხმაში, რომელსაც ისრაელელი მამაკაცი იონატან დოიჩი ემსხვერპლა. 2 მებრძოლის დაღუპვას "ჰამასის“ სამხედრო ფრთა "ალ-ყასამის ბრიგადებიც" ადასტურებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)