20:24 - 18 Aug, 2026
|
2024-08-17 11:13:01, 577 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსეთის ხელისუფლება იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ის კორესპონდენტს, რომელიც კურსკის ოლქში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან სამხედრო ოპერაციას აშუქებს, საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. „ელჩს მტკიცე პროტესტი გამოუცხადეს იტალიური სახელმწიფო ტელერადიოკომპანია RAI-ს გადამღები ჯგუფის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელმაც უკანონოდ შეაღწია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქზე უკრაინელი მებრძოლების დანაშაულებრივი ტერორისტული თავდასხმის გასაშუქებლად“, - აცხადებენ სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)