18:14 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 14:34:14, 344 ნახვა

საზოგადოება
სწავლობ და ქმნი „თიბისის“ ტექსკოლაში

თანამედროვე ადამიანისთვის ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ცოდნის გაღრმავების, საქმიანობის გაფართოების თუ წარმატების მიღწევისთვის.

სწორედ ამიტომ, “თიბისიმ“ ტექსკოლა დააარსა, რომელსაც მთელი საქართველოდან, ერთი წლის განმავლობაში, უკვე 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.

“თიბისის“ ტექსკოლის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებითვის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით და მისი მიზანია, ახალი თაობა უფასოდ გაეცნოს და დაეუფლოს ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს. 

ტექსკოლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს სკოლის ასაკიდანვე აქვთ შესაძლებლობა, სწავლასთან ერთად, საკუთარი პროექტები შექმნან. პროექტთა ერთობლიობით, პორტფოლიოს ქმნიან და უკვე მზად არიან, პირველი ნაბიჯები გადადგან სამუშაო ბაზარზე. 

სწავლა ონლაინ მიმდინარებს, რაც ნიშნავს იმას რომ პროგრამაში მონაწილეობა და ტექნოლოგიების გაცნობა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი. 

ტექსკოლა სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებს 7 სასწავლო, პრაქტიკულ კურსში აერთიანებს: ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და ფოტო-ვიდეოგრაფია.

“თიბისის“ ტექსკოლის, ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული ცაგერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბარბარე გუგავაა.

“ტექსკოლა გეხმარება შენი თავის პოვნაში, ერკვევი შენს ინტერესებში, იჩენ ახალ მეგობრებს, ეჩვევი შენს თავზე მუშაობას და ცდილობ განვითარდე. სწავლობ თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენებას. ტექსკოლამ დამანახა, რომ ტექნოლოგიებთან ურთიერთობისას თავს კომფორტულად ვგრძნობ“,- განაცხადა ბარბარე გუგავამ.

ტექსკოლის პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით. ტექსკოლაში მიღება სექტემბრიდან კვლავ განახლდება, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს  www.tbceducation.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics