|
2024-08-05 16:53:47, 553 ნახვა
მსოფლიო
მედია - ისრაელი ირანზე პრევენციულ დარტყმას განიხილავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უშიშროების ძალების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრისას ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობა განიხილა. როგორც მედია წერს, ვარაუდობენ, რომ ეს ვარიანტი იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ გამოჩნდება სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც სრული დამაჯერებლობით იტყვის, რომ გარკვეულ ადგილას ისრაელზე თავდასხმა განხორციელდება. ისრაელის ხელისუფლების ვარაუდით, დარტყმა ირანში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული "ჰამასის" დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვას მოჰყვება. ამასთან, აშშ მოელის, რომ ირანმა, შესაძლოა, ისრაელზე დარტყმა დღეს განახორციელოს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)