17:18 - 14 Aug, 2026
|
2024-08-04 13:08:26, 782 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“ ჩაძირეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსული წყალქვეშა ნავი, სახელწოდებით "დონის როსტოვი" ჩაძირეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, წყალქვეშა ნავის ჩაძირვა მას შემდეგ მოხდა, რაც ანექსირებულ ყირიმში, საპორტო ქალაქ სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. "დონის როსტოვის" განადგურება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შავი ზღვის უკრაინის ტერიტორიულ წყლებში რუსული ფლოტისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის",- ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა, შეტევის დროს რუსეთის S-400-ის ტიპის 4 საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურებაც მოახერხეს. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)