|
2024-08-02 12:11:34, 419 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში კინოთეატრი CAVEA გაიხსნა
“თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში კინოთეატრი CAVEA გაიხსნა. 4 დარბაზიანი სივრცე გრანდ მოლის მე-4 სართულზე მდებარეობს და სტუმრებს “დედპული და ვულვერინის“ პრემიერით შეხვდა. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კინოთეატრი ულტრათანამედროვე ხმის აპარატურით, გამოსახულების სისტემით და სუპერკომფორტული სავარძლებით არის აღჭურვილი, ეს ყველაფერი კი, კინოჩვენებების საუკეთესო ხარისხს განაპირობებს. “მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობა კინოთეატრ CAVEA-სთან გასცდა თბილისის საზღვრებს და უკვე ბათუმში, ახალ ლოკაციაზე ვითარდება. ვთვლით, რომ არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი, ამიტომ ძალიან მარტივად დავაფინანსეთ მის მოსაწყობად საჭირო აქტივები“,- განაცხადა ზურაბ გუგუშვილმა, “თიბისი ლიზინგის“ კომერციულმა დირექტორმა. ცნობისთვის, კინომოყვარულებს კავეა გრანდ მოლის ეკრანებზე მსოფლიო პრემიერების ხილვა ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს შეეძლებათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)