23:25 - 18 Aug, 2026
|
2024-08-01 14:28:09, 554 ნახვა
მსოფლიო
BBC - ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი დაიღუპა
"ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დეიფი 13 ივლისს, ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა. თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ დეიფი იყო ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელი იყო 7 ოქტომბრის თავდასხმების დაგეგმვაზე სამხრეთ ისრაელში, რომლის დროსაც 1 200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს. ისრაელი დეიფს აგრეთვე 1996 წელს ავტობუსებზე თავდასხმის ორგანიზებაშიც ადანაშაულებდა, რომელსაც ათობით ისრაელელი ემსხვერპლა. "ჰამასს" დეიფის დაღუპვა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)