2016-02-18 10:38:17, 591 ნახვა
საზოგადოება
ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველი საზოგადო მოღვაწის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 18 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, 10:30 საათზე ბაჩანა ბრეგვაძის ცხედარს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ამიტომ აბაშიძის ქუჩასა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გარკვეული დროის განმავლობაში შეიზღუდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან