|
2024-07-30 14:27:03, 485 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ გორში რეგიონული ბიზნესის გაციფრულების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს
“საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან და Visa-სთან ერთად, პროექტ Go Digital-ს ახორციელებს. პროექტი რეგიონული ბიზნესების გაციფრულებას ემსახურება და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტებში სასტუმრო, სარესტორნო ან საცალო გაყიდვების ბიზნესებს ონლაინ სისტემების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის პრეზენტაცია გორში, 1 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო გორი ინნ-ში შედგება. შეხვედრაზე რეგიონულ ბიზნესები გაიგებენ, თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების გაციფრულება, ონლაინ მართვის სისტემების დანერგვა და ფინანსური პროცესების მოწესრიგება. ინფორმაციისთვის, პროექტში ჩართვიდან 6 თვის განმავლობაში ბიზნესები უფასოდ სარგებლობენ:
“საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილეები სარგებლობენ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე:
პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში მდებარე ბიზნესებს შეუძლიათ. სამიზნე რეგიონების სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე. თუ გაინტერესებთ, როგორ შეგიძლით ჩაერთოთ პროგრამაში, ეწვიეთ “საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს და გაიარეთ რეგისტრაცია გორში ღონისძიებაზე დასასწრებად. იმისათვის კი, რომ ისარგებლოთ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე, გახსენით “საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ანგარიში, გაააქტიურეთ Visa ბიზნესბარათი და ციფრული ტერმინალი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)