|
2024-07-26 15:35:23, 785 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა ეშმაკთან გარიგების ტოლფასია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა "ეშმაკთან გარიგების ტოლფასი იქნება". პოდოლიაკის თქმით, შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ "დროს მისცემს, გააძლიეროს არმია და დაიწყოს ახალი, ამ ომში პოტენციურად უფრო ძალადობრივი თავი". "თუ გსურთ, ეშმაკთან გარიგების დადება, რომელიც შემდეგ ჯოჯოხეთში ჩაგითრევთ, მაშინ გააკეთეთ ეს. ასეთია რუსეთი... თუ დღეს რუსეთთან, რომელიც არ დამარცხდება ომში და არ იქნება სამართლებრივად პასუხისმგებელი მასობრივ დანაშაულებზე, რამეზე მოაწერთ ხელს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გამოიწერთ ბილეთს ამ ომის გაგრძელებაზე სხვა მასშტაბით, სხვა მოქმედი პირებით, მოკლული და ნაწამები ადამიანების განსხვავებული რაოდენობით“,- აღნიშნა პოდოლიაკმა. პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ გადაავადებს უფრო დიდი მასშტაბის ძალადობას. „დიახ, ამან, შესაძლოა, გაყინოს კონფლიქტი გარკვეული დროით. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი იმუშავებს თავის შეცდომებზე და განაახლებს საკუთარ არმიას. აგრესორი ქვეყანა არ მოსულა უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად. ეს სისულელეა“,- თქვა პოდოლიაკმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)