|
2024-07-26 15:33:35, 490 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ და მიშელ ობამები კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას მხარს უჭერენ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. CNN-ის ცნობით, კამალა ჰარისმა ობამას მხარდაჭერისა და ათწლეულების მანძილზე გაწეული მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. “მე და მიშელი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ არჩევნებში გადახვიდეთ და ოვალურ კაბინეტში მოხვდეთ“,- უთხრა ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კამალა ჰარისს სატელეფონო საუბრისას. ყოფილმა პირველმა ლედიმ თქვა, რომ ამაყობს ჰარისით და მოელის, რომ მომავალი არჩევნები ისტორიული იქნება. “არ შემიძლია, ამ სატელეფონო ზარის განხორციელება ისე, რომ ჩემს გოგოს, კამალას არ ვუთხრა, ვამაყობ შენით. ეს ისტორიული იქნება“,- უთხრა მან ჰარისს. ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ობამა სრულ მხარდაჭერას უცხადებს კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას, მან ჰარისის მიღწევებზე ისაუბრა და თქვა: “ჰარისს აქვს ხედვა, ხასიათი და ძალა, რასაც ეს კრიტიკული მომენტი მოითხოვს. ეჭვგარეშეა, რომ კამალა ჰარისს აქვს ზუსტად ის, რაც ამ არჩევნების მოსაგებად და ამერიკელი ხალხისთვის არის საჭირო“,- აღნიშნა ობამამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)