|
2024-07-24 13:19:58, 416 ნახვა
საზოგადოება
რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სოფელ გლოლას მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას მოსახლეობასთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობასა და განვითარების შედეგად მიღებული სარგებლის შესახებ მიეწოდათ. ასევე, გაეცნენ რაჭის ეროვნულ პარკში მოქმედ ძირითად რეგულაციებს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ უფლებებს, დაგეგმილ სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებს, რომლებიც ადგილობრივი თემების საჭიროებებზე იქნება მორგებული. “რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი შეხვედრების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ეტაპობრივად არის დაგეგმილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)