23:50 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 11:40:14, 406 ნახვა

საზოგადოება
სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ - ბაზისბანკი, ფესტივალის ოფიციალური სპონსორი

ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 15-21 ივლისს, მესტიაში, სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა.

სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს.

სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტიამ წელსაც უმასპინძლა კინემატოგრაფებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იყო კანის პალმის რტოს მფლობელი და ოსკარის ნომინანტი, შვედი რეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი, რომელსაც ფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა.

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საერთაშორისო  სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი პროექტების  პრეზენტაციის  საკონკურსო პროგრამა.

კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ქალღმერთი დალის პრიზი ორ კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ:

- საუკეთესო ფილმი - "აქ არ არის შორს", რეჟისორი თემურ ჩოფლიანი (საქართველო)

- საუკეთესო რეჟისორი კიმ ტორესი გახდა ფილმისთვის "მთვარე დაგვიცავს" (კოსტა რიკა)

ფესტივალის ჯილდო - საუკეთესო პროექტი, რეჩელ ჰანანაშვილის Reedem Me გადაეცა. საუკეთესი ქართული პროექტის ჯილდოს მფლობელი კი თეა ვაწაძის “გრავიტაცია“ გახდა. სპეციალური აღნიშვნა რეჟისორ მარიამ ქარქაშაძის ,“აბასთუმანმა“ დაიმსახურა.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics