23:51 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 15:16:57, 396 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა

გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.

ტერიტორიაზე ეწყობა ბავშვთა გასართობი, ფიტნეს და მოსასვენებელი ზონები; მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები.

ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად ადგილზე  გაეცნო.  

„რეკრეაციული სივრცეების მოწყობა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტი მწვანე სივრცე ნიშნავს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას, მოსახლეობისთვის განტვირთვისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი ადგილის გაჩენას. სამწუხაროდ, რაიონში გვაქვს ისეთი ადგილებიც, სადაც სკვერის მოსაწყობად ტერიტორია ფიზიკურად არ არსებობს, თუმცა, სადაც ამის საშუალება გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამწვანებული სივრცეები შევქმნათ, რომელთაც მოსახლეობა ასე აქტიურად ითხოვს“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ. 

მესამე მიკრორაიონში მიმდინარე სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 500 ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics