|
2024-07-22 14:14:51, 489 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდება. 24 ივლისს დაგეგმილია ისრაელის პრემიერის კონგრესში სიტყვით გამოსვლა. მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ, შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსაც შეხვდეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ვაშინგტონში გამგზავრებამდე მედიასთან საუბრისას ნეთანიაჰუმ შეაფასა ბაიდენის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ისრაელი აშშ-ის მოკავშირედ დარჩება. „ვგეგმავ, შევხვდე პრეზიდენტ ბაიდენს, რომელსაც ვიცნობ ორმოც წელზე მეტია. ეს იქნება შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც გააკეთა ისრაელისთვის ომში, ასევე საჯარო სამსახურში მისი ხანგრძლივი და გამორჩეული კარიერის განმავლობაში, როგორც სენატორმა, ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა“,- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)