02:47 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 10:12:13, 536 ნახვა

მსოფლიო
ტრუდო - ბაიდენი დიდი ადამიანია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, სამშობლოს სიყვარულით ხელმძღვანელობს

პრეზიდენტი ბაიდენი დიდი ადამიანია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელმძღვანელობს სამშობლოს სიყვარულით,- ასე გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას.

როგორც ტრუდო სოციალურ ქსელში წერს, ბაიდენი კანადელების პარტიორი და ნამდვილი მეგობარია.

„პრეზიდენტ ბაიდენს, წლებია, ვიცნობ. ის დიდი ადამიანია და ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელმძღვანელობს სამშობლოს სიყვარულით. როგორც პრეზიდენტი, ის არის კანადელების პარტნიორი და ნამდვილი მეგობარი. პრეზიდენტ ბაიდენს და პირველ ლედის: გმადლობთ“,- წერს ტრუდო.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics