23:51 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 15:43:44, 591 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. ბასლაინზე მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.

როგორც მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ  განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მოტოციკლს ან/და მოპედს მიანიჭოს.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება, რომელიც პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტის 77 ხმით მიიღო - სატრანსპორტო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ავტოავარიების შემთხვევებისა და შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics