00:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 13:56:23, 412 ნახვა

საზოგადოება
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ანაჰიტ ავანესიანი, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ანაჰიტ ავანესიანი, ადგილზე გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ.

"კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი წივწივაძემ სომხეთის დელეგაციის წევრებს სხვადასხვა განყოფილებები დაათვალიერებინა და კლინიკაში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და აპარატურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

თოდუას კლინიკაში ვიზიტისას, ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებსაც შეხვდა, რომლებმაც ონკოლოგიური მიმართულებით გატარებული ცვლილებებისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ სერვისები მათთვის ბევრად ხელმისაწვდომი გახდა.

თოდუას კლინიკაში, მინისტრთან და სომხეთის დელეგაციასთან ერთად, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძეც იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics