|
2024-07-18 12:34:23, 412 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. “მიხეილ სარჯველაძემ, დელეგაციის წევრებს, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტს, წინ უძღოდა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძესა და ანაჰიტ ავანესიანს შორის გამართული შეხვედრა, სადაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ასევე საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი ესრებოდნენ. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოში, ვიზიტით იმყოფებოდნენ: სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნარეკ მანუკიანი, წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი არაიიკ ბაღრიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი არმენ მელქონიანი და დელეგაციის სხვა წევრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)